თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

ერაზმუს+  პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ 2021 წელს დაფინანსებული ერაზმუს +ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად   შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტში (ბერლინი, გერმანია). 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის V-VI სემესტრის სტუდენტებს. 

მობილობის  ხანგრძლივობა:  2 თვე; 

მობილობის დასაწყისი, 2021 წლის მაისი; მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება მოხდება ერაზმუს+ - ის კოორდინატორის მიერ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით. 

დაინტერესებული პირები, 2019 წლის 10 დეკემბერს 15:00 საათზე, გასაუბრებაზე უნდა მობრძანდნენ თსსუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის 204 ოთახში, უცხოური ენების ცენტრში. 

სააპლიკაციო  დოკუმენტაციის   ჩამონათვალი:

• ნიშნების ამონაწერი (სასურველია ინგლისურ ენაზე);

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი, B2- C 1 დონე (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე);

• CV  (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით).