თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

1. 2021 წლის 1 მარტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით:

ა) ყველა საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება წარიმართოს არადისტანციურად, გარდა სალექციო კომპონენტისა და ქართულენოვანი პროგრამების თეორიული სასწავლო კურსების/მოდულებისა, სადაც 15 მარტამდე სასწავლო პროცესი ჩატარდება დისტანციურად.

ბ) 2021 წლის 15 მარტიდან ქართულენოვანი პროგრამების თეორიულ სასწავლო კურსებზე/მოდულებზე სასწავლო პროცესი განხორციელდეს შესაბამისი ფაკულტეტების საბჭოების მიერ 2021 წლის 4 მარტის ჩათვლით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. 2021 წლის 1 მარტიდან 15 მარტამდე უზრუნველყოფილ იქნეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრით გათვალისწინებული პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტის შესრულება არადისტანციურად. მათი სათანადო მოცულობითა და ხარისხით ჩატარების უზრუნველყოფა წარმოადგენს სასწავლო დეპარტამენტების ხელმძღვანელების და ფაკულტეტების დეკანების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

3. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრით გათვალისწინებული პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტის გავლის გარეშე სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

4. 2021 წლის 1 მარტიდან გამოცდები ჩატარდება არადისტანციურად.

5. ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკარანტინო რეჟიმში მყოფ კლინიკებში განთავსებულ დეპარტამენტებში, კერძოდ, ფთიზიატრიის, ფსიქიატრიის, ნარკოლოგიის და, აგრეთვე, ინფექციურ სნეულებათა და ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტებში სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.

რექტორის ბრძანება იხილეთ აქ.