თურქეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები

თურქეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები

თურქეთის მთავრობა 2022 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს.  

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან: ყოველთვიური სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, საერთო საცხოვრებლით, თურქული ენის შემსწავლელი კურსებითა და ორმხრივი სამგზავრო ბილეთებით. 

სასტიპენდიო პროგრამის განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე ვებგვერდზე:  www.tbbs.turkiyeburslari.gov.tr 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  იხილეთ  პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.turkiyeburslari.gov.tr

კითხვებისთვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ნომერზე: 2 542450.