საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს 
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა 
და დანიშვნის შესახებ   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 20 მაისის სხდომის # 8 საოქმო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2020 წლის 14 ივლისს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);  კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 22 ივნისს და დასრულდება 2020 წლის 30 ივნისს. რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.  

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ.  2 54 24 43.