სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

2020 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა: 

1. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გამოკლებული  წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით  მედიცინის ფაკულტეტიდან წევრის არჩევნები.

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად მედიცინის ფაკულტეტიდან არჩეულ იქნა  ასოცირებული პროფესორი  ხათუნა ლომაური.

2.
ა)სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებული  წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მედიცინის ფაკულტეტიდან წევრის არჩევნები.

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მედიცინის ფაკულტეტიდან არჩეულ იქნა  ასისტენტ-პროფესორი  თინათინ კილასონია.

ბ)სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებული  წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით  მედიცინისა და  სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტიდან არჩევნები.

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მედიცინისა და  სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტიდან  არჩეულ იქნა  პროფესორი  ირმა მანჯავიძე.