სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი


  სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 

 წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი

 19 მარტი 2020 წელი

16:00 საათი

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევის პროგრამების: 

ა) „ზოგიერთი გენის მუტაციის როლი გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის განვითარებაში ქართულ პოპულაციაში და მოდიფიკაციის პერსპექტივები“;         

ბ) „ქრონიკული სპონტანური ურტიკარიის პერსონალიზებული მართვა ანთებითი ბიომარკერებისა და ანტი–IgE მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით“;

გ)  „დასაქმებულ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მახასიათებლების შეფასება“;           

დ) „ქოლგოსანთა ოჯახის საქართველოში მოზარდი ზოგიერთი სახეობის ფიტოქიმია და ბიოლოგიური აქტივობა“;               

ე) „ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ნიტროფურანების ნარჩენების განსაზღვრის სითხოვანი ქრომატოგრაფიული მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია;  

 ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ (მომხს. - თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი  ნინო ვეფხვაძე).

2. გადამზადების პროგრამის „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება (მომხს. - თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის  უწყვეტი  პროფესიული  განვითარების  სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა).

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისათვის  სამედიცინო აპარატურის და ტექნიკის შეძენის შესახებ (მომხს. - თსსუ-ის  ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე).

4. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ქირურგიის მიმართულების სახელწოდების ცვლილების  შესახებ  (მომხს. - თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე).

5. ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემადგენლობიდან  გასვლის შესახებ  (მომხს. - თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე).

6. თსსუ-ის წარმომადგენლობითი  საბჭოს  2015 წლის 16 აპრილის #23/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით საკითხის განხილვის წესში“   შესატანი ცვლილების შესახებ (მომხს. - თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე).

7. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე). 

8. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “სამედიცინო გაზეთის” დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  (მომხს. - თსსუ-ის “სამედიცინო გაზეთის” რედაქტორი, ლელა მუკბანიანი).

9. ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებულ 2016 წლის პირველი ივნისის შეთანხმებაში, ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო თევზაძე).


მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, თსსუ-ის III სასწავლო კორპუსი "თეატრალური დარბაზი".