ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გავრცელების პრევენციის მიზნით, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ

ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გავრცელების პრევენციის მიზნით, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, რაც გულისხმობს:

ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კერძოდ, სამედიცინო (ქირურგიული) ნიღბის სავალდებულო გამოყენებას;

ბ) უსაფრთხო სოციალური დისტანციის დაცვას;

გ) ჰიგიენის წესების რეგულარულ და საფუძვლიან დაცვას, რაც გულისხმობს ხელების ხშირ დაბანას; ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი, სადეზინფექციო, ხელის გამწმენდი სითხე.

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის N23/1 დადგენილებით დამტკიცებული შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის გამოცხადებას.

ბრძანება იხ. მითითებულ ბმულზე