ცხადდება კონკურსი პარიზის  ვალ დე მარის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი პარიზის ვალ დე მარის უნივერსიტეტში

თსსუ რეზიდენტურისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+  გაცვლითი  პროგრამის (International Credit Mobility  KA 107 Program) ფარგლებში პარიზის ვალ დე მარის უნივერსიტეტში (საფრანგეთი). 

მობილობის პერიოდი - 2022 წლის გაზაფული. 

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ცნობა  თსსუ-ში სწავლის თაობაზე;

ფრანგული ენის  მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

აკადემიური  შეფასების საშუალო ქულა  (GPA); 

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

პასპორტის ასლი;

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობა  (პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა). 

დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: n.kandelaki@tsmu.edu ; nkandelaki@hotmail.com  

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N.418

ტელ: (032) 254 24 51 

მობ.: + 593 35 24 19