ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2021 წლის 4 მარტს 16:00 საათზე ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციური წესით.

დღის წესრიგი:

1.      თსსუ ფარმაციის ფაკულტეტის აკადემიურ პროგრამებზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ /მომხსენებელი: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე.

2.      გადაწყვეტილება 2021 წლის 15 მარტიდან ფარმაციის ფაკულტეტის  ქართულენოვანი პროგრამების თეორიულ სასწავლო კურსებზე/მოდულებზე სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ /მომხსენებლები: ფარმაციის ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, პროფესორები: ბადრი არზიანი, პაატა თუშურაშვილი, ალიოშა ბაკურიძე, დავით ჭინჭარაძე, დალი ბერაშვილი, თამაზ ჭუმბურიძე, თამაზ მურთაზაშვილი.

3.      ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაციის მენეჯმენტი“ მაგისტრანტის, გურამ ქურციკიძისათვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ  /მომხსენებელი: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე.

4.      სამაგისტრო ნაშრომების თემატიკაში ცვლილებების შესახებ /მომხსენებლები: სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები.

5.      2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფარმაციის ფაკულტეტზე განხორციელებული მობილობის შესახებ  /მომხსენებელი: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი  ანა ბოჟაძე.

6.      სხვადასხვა.