სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 29 მაისის -- გადაწყვეტილებით, 2024 წლის 12 ივლისს დაინიშნა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები.
დირექტორობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის თაობაზე (ივსება ადგილზე);
ბ)პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) რეზიუმე (CV);
დ)ფარმაციის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ცნობა დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) შესახებ; დირექტორობის კანდიდატი, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
ვ) სამოქმედო გეგმა;
დირექტორობის კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს და დასრულდება 5 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16: 00 საათამდე.
მის. ვაჟა-ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210 ტელ.: (032) 2 54 24 43