სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 28 მაისის ოქმი N4 გადაწყვეტილებით, 2024 წლის 11 ივლისს დაინიშნა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები.
დირექტორობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის თაობაზე (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) ბიოლოგიის ან მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (დაკავებული სამეცნიერო და ადმინისტრაციული თანამდებობის შესახებ; დირექტორობის კანდიდატი, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
ე) რეზიუმე (CV)
ვ) სამოქმედო გეგმა;
დირექტორობის კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს და დასრულდება 5 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11: 00 საათიდან 16:00 საათამდე.
მის. ვაჟა-ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210 ტელ.:(032) 2 54 24 43