სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2024 წლის 20 მაისის ოქმი N-1 გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 10 ივლისს დაინიშნა სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები:
- განცხადება
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე, ჯანდაცვის მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- რეზიუმე (CV)
- კანდიდატის სამოქმედო გეგმა
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 24 ივნისიდან და დასრულდება 2024 წლის 3 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210. ტელ.: 2 54 24 43.