გერმანიაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევი გასაუბრება

გერმანიაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევი გასაუბრება

ყურადღება! ყურადღება! ყურადღება! 

ძვირფასო სტუდენტებო!!!

22 ნოემბერს 15:00 საათზე თსსუ I კორპუსის მე-2 სართულზე უცხოური ენების ცენტრში პროფ. ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამით გერმანიაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევ გასაუბრებას ჩაატარებს სკაიპით მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მედიცინის მეც. დოქტორი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), გერმანიის ზოგად/ და ვისცერალ ქირურგთა საზოგადოების წევრი DGAV), გერმანელ ქირურგთა კავშირის წევრი (BDC), მსოფლიო ქირურგთა ასოციაციის კანდიდატი ISS/SIC ბ-ნი გიორგი გრიგოლია.

მოთხოვნები:

გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართულად საუბარი (B2-C1 დონე).

პირობები:

პრაქტიკის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით, კვებით და მიიღებენ პროფ. ნოდარ გრიგოლიას გერმანიაში დაარსებული ფონდიდან სტიპენდიას. ასევე განახლდება პროფ. გიორგი გრიგოლიას სტიპენდია, რომელსაც მიიღებს საუკეთესო სტუდენტი მედიცინის დარგში.

პრაქტიკის პერიოდი:

Schongau: 3 თვე, სტიპენდია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Weilheim: 2 თვე, სტიპნედია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Landshut: 1 დეკემბრიდან 2 თვე, სტიპენდია 150 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ.

კლინიკუმ კაუფბეურენში სამ თვიანი სტაჟირებით მეექვსე კურსის სტუდენტი ან ქირურგიის რეზიდენტი. პირობები: ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევრო, უფასო საცხოვრებელი კლინიკის გვერდით არსებულ საერთო საცხოვრებელში, და უფასო კვება. კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს ქირურგიასა და გერმანული ენის განსაკუთრებით მაღალი ცოდნა. სხვა მიმართულების რეზიდენტების მონაწილეობა ამ პროგრამაში არ დაიშვება!

გთხოვთ, გასაუბრებაზე თან იქონიოთ ფოტოსურათიანი CV და ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!!!