გერმანიის Göttingen-ის და Bochum-ი სუნივერსიტეტის პროფესორების სემინარი თსსუ-ის უცხოურ ენების ცენტრში.

გერმანიის Göttingen-ის და Bochum-ი სუნივერსიტეტის პროფესორების სემინარი თსსუ-ის უცხოურ ენების ცენტრში.

თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრმა UNIcert®-ის საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა  UNIcert® Akkreditierung des Sprachenzentrums TSMU თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრმა, უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა საერთაშორისო UNIcert®-ის აკრედიტაცია, რომელიც ჩაატარა ევროპის უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების ენათა ცენტრების და უცხოური ენების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანება AKS -ის წევრმა UNIcert®-მა .

პირველად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრმა, 2014 წელს მიიღო UNIcert®-ის აკრედიტაცია.
ამით თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრს მიენიჭა უფლება, გაეცა UNIcert®- ის სერტიფიკატები ინგლისურ (UNIcert® II (B2) და UNIcert® III (C1) და გერმანულ (UNIcert® II (B2) daUNIcert® III (C1) ენებში. სერტიფიკატი UNIcert® ეფუძნება ენების სწავლების ერთიან ევროპულ ჩარჩო-პროგრამას და დონეებს, ისე რომ მასში დამატებით გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლის სპეციფიკა. სერტიფიკატი აღიარებულია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისას, ასევე ევროპაში სტუდენტთა მობილობისას და მათი სპეციალობით დასაქმების დროს.

2014 წლის აკრედიტაციას ვადა 2017 წლის 30 სექტემბერს ამოიწურა, რის შემდეგაც უცხოური ენების ცენტრმა მეორედ გაიარა აკრედიტაცია.
 
UNIcert®-ის სააკრედიტაციო საბჭოს კომისიამ, რომლის წევრებიც გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტების ენების ინსტუციების ხელმღვანელებს წარმომადგენდნენ დაადასტურეს, რომ თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის საგანმანათლებლო და საგამოცდო მეთოდიკა დაფუძნებულია უმაღლესი სასწავლებლებისთვის განკუთვნილ სპეციფიკურ უცხოური ენების სწავლებაზე და შეესაბამება ტრანსპარენტულობის და პროფესიონალიზმის თანამედროვე ხარისხობრივ სტანდარტებს. ამის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფლებამოსილია, გასცეს უნივერსიტეტის უცხოური ენების სერტიფიკატი UNIcert®.

ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ თსსუ-ის სტუდენტების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებიც ხშირად, პრაქტიკას გადიან ევროპის წამყვან კლინიკებში (გერმანია, ავსტრია, აშშ, საფრანგეთი, ბელგია, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა და ისრაელი). ენების მაღალ დონეზე ფლობა, პროფესიულ სამედიცინო ცოდნასთან ერთად, მათი შერჩევის აუცილებელი წინაპირობაა, რადგან ევროპის ქვეყნებში მხოლოდ შესაბამისი ენის მცოდნე სპეციალისტებს ენიჭებათ უპირატესობა და ეძლევათ შემდგომი წინსვლის საშუალება.

აკრედიტაციის განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც სტუდენტებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, უცხო ენების ცენტრში, სასწავლო კურსებზე მიღებული ცოდნა გაუთანაბრდეს სხვა ქვეყნების უნივერესიტეტში მიღებულ განათლებას და ამ გზით კვალიფიციური წონადობა მიენიჭოს.

UNIcert II - ზე (B2 დონე) დაშვების წინაპირობა კურსზე დაშვების წინაპირობა: უცხო ენაში 90 საათიანი საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსი; მისაღები გამოცდა (მინიმუმ B 2.1 დონე);
ფასიანი ინტენსიური კურსები UNIcert–ის პროგრამით, 12 კვირა, სულ 72 სთ (კვირაში 6 სთ);
შემაჯამებელი გამოცდა – UNIcert II–ის სერტიფიკატი (დონე B 2).
UNIcert III - ზე (C1 დონე) დაშვების წინაპირობა კურსზე დაშვების წინაპირობა: უცხო ენაში 90 საათიანი საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსი; მისაღები გამოცდა (მინიმუმ B 2.2 დონე) ან B2 სერტიფიკატის მქონე პირთათვის;

ფასიანი ინტენსიური კურსები UNIcert–ის პროგრამით, 20 კვირა, სულ 120 სთ (კვირაში 6 სთ);
შემაჯამებელი გამოცდა - UNIcert III–ის სერტიფიკატი (C1 დონე).