ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის „ქართველოლოგიის პროგრამის“ კონკურსი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის „ქართველოლოგიის პროგრამის“ კონკურსი

2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ამოქმედდა ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას.

პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი სტუდენტები, მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.

ამჟამად, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის „ქართველოლოგიის პროგრამის“ ფარგლებში ცხადდება კონკურსი ქართველი და ამერიკელი ხელოვანებისთვის. კონკურსის მიზანია 2023 წლის ზაფხულში, ამერიკულ-ქართული კოლაბორაციული პროექტის განხორციელების მიზნით, შეირჩეს 2 პოეტი/მწერალი (ამერიკელი და ქართველი) და 2 მუსიკოსი (ქართველი და ამერიკელი).

კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 21 აპრილი.

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://daviscenter.fas.harvard.edu/insights/call-proposals-exchanging-notes