კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრის გიორგი მიქელაძის ლექციები თსსუ-ში

კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრის გიორგი მიქელაძის ლექციები თსსუ-ში

2021 წლის 28, 31 მაისს, 1 და 2 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა და თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციებს წაიკითხავს კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს (აშშ) ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი მიქელაძე.

28 მაისი - ქრონიკული ტკივილის მართვა (ქართულ ენაზე)

31 მაისი - პაციენტთან ურთიერთობა (ქართულ ენაზე) 

1 ივნისი - რეაბილიტაციის საფუძვლები (ქართულ ენაზე) 

2 ივნისი - ქრონიკული ტკივილის მართვა (ინგლისურ ენაზე) 

დასაწყისი 14 საათზე.

ლექციები ჩატარდება თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში (მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული) ეპიდემიოლოგიური რეგულაციების, მათ შორის - სოციალური დისტანციის სრული დაცვით. კერძოდ, თითოეულ ლექციას დაესწრება მხოლოდ 200-მდე მსმენელი, რომლებიც დარბაზში ე.წ. „ჭადრაკული“ პრინციპით დასხდებიან.

სტუდენტთა და რეზიდენტთა ლექციებზე დასწრებისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია (ბმული იხ. პირად ელექტრონულ სივრცეში: sms.tsmu.edu).

აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის ლექციაზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, მათთვის დარბაზში ცალკე სივრცეა გათვალისწინებული.