2024 წლის 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის II საკონფერენციო დარბაზში (I სართული) გაიმართება „კლინიკური უნარების ლაბორატორიის“, ამჟამად კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, 17 ოქტომბერს 16:00 საათზე ჩატარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „სიმულაციებზე დაფუძნებული სწავლება, გამოცდილება და გამოწვევები“. (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის I საკონფერენციო დარბაზში, პირველ სართულზე).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/Conferenceregistrationform