კომენტარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  შინაგანაწესში 2020 წლის 4 აგვისტოს  შეტანილი ცვლილებისა და თსსუ-ის რექტორის ბრძანებების (13.08.2020, N688670 და 30.09.2020. N 919451) თაობაზე

კომენტარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესში 2020 წლის 4 აგვისტოს შეტანილი ცვლილებისა და თსსუ-ის რექტორის ბრძანებების (13.08.2020, N688670 და 30.09.2020. N 919451) თაობაზე

უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია, ყოველი სასწავლო წლის თითოეულ სემესტრში (შემოდგომის და გაზაფხულის) გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას, თსსუ-ის დადგენილი წესების დაცვით. სტუდენტთა სემესტრული ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას და გულისხმობს სტუდენტის მზაობას სრულად მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს არ ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

თსსუ-ში ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის საფასურის გადახდა, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა განხორციელდეს სასწავლო წლის განმავლობაში ოთხჯერ (გარდა პირველი სემესტრისა):

•   შემოდგომის სემესტრში - სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში  და მეორედ - პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით; 

•   გაზაფხულის სემესტრში- სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი  კვირის განმავლობაში და  მეორედ - პირველი ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.“

დადგენილ ვადებში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი. 

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა სემესტრულად სწავლის საფასური არ გადაიხადა  სწავლის საფასურის გადახდისთვის დადგენილ მეორე ვადაში (01 დეკემბერი - 15 დეკემბერი; 01 ივნისი - 15 ივნისი), იგი კარგავს უკვე გადახდილი თანხის შემდგომ სემესტრში გამოყენების ან უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. 

სტუდენტი, რომელიც სტატუსს იჩერებს პირადი განცხადების საფუძველზე სწავლის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ და მანამდე ჩართული იყო სასწავლო პროცესში, არ თავისუფლდება იმ სემესტრის სწავლის საფასურის გადახდისაგან, რომელშიც შეიჩერა სტატუსი. 

დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას თსსუ-ის რექტორის 2020 წლის 30 სექტემბრის N 919451 ბრძანების მესამე პუნქტზე.

თსსუ-ის რექტორის 2020 წლის 30 სექტემბრის N 919451 ბრძანება იხ. მითითებულ ბმულზე.

თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური