კონკურსში გამარჯვებულ სპეციალობის მაძიებელთა საყურადღებოდ

კონკურსში გამარჯვებულ სპეციალობის მაძიებელთა საყურადღებოდ

2021/2022 სასწავლო  წლის კონკურსში გამარჯვებულ საექიმო სპეციალობის მაძიებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით (იხ.დანართი) ა/წ 11 ნოემბრიდან 19 ნოემბრის  ჩათვლით. 

საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა ან დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების უწყისი; 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ასლი); 
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოწმობის ასლი; 
  • ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
  • ერთი კვარტლის (3 თვე) გადახდის ქვითარი (ერთი თვის გადასახადი შეადგენს – 150 ლ.; ორთოდონტია – 555 ლ.).


საბანკო რეკვიზიტები იხილეთ აქ