ცხადდება კონკურსი სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში (იტალია) 3 თვიანი მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპული ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული) კვლევის სათაურის მითითებით;
• სადოქტორო კვლევის მოკლე აღწერილობა ( არაუმეტეს ერთ გვერდისა, ინგლისურ ენაზე);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას და ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას.
სააპლიკაციაო დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 15 თებერვლამდე მითითებულ ელ-ფოსტაზე: n.kandelaki@tsmu.edu
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2023 წლის 22 თებერვალს 15:00 სთ-ზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;