კონკურსი თსსუ-ის რეზიდენტებისთვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

კონკურსი თსსუ-ის რეზიდენტებისთვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ-ის რეზიდენტებისთვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პიზის უნივერსიტეტში, იტალია.

მობილობის ხანგრძლივობა: 5 თვე.

მობილობა დაიწყება 2020 წლის გაზაფხულზე. მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება და  ყოველთვიური სტიპენდია). 

სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

–პასპორტის ასლი;

–ცნობა რეზიდენტის/დოქტორანტის  სტატუსის შესახებ  

(ინგლისურ ენაზე ნათარგმნი );

–CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;

–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

–ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

შერჩევა/ და სტიპენდიის მინიჭება ხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.

დოკუმენტაციის შემოწმება და ნომინაცია მოხდება ერაზმუს + კოორდინატორის მიერ.

გასაუბრება ჩატარდება  9 დეკემბერს 16 საათზე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის 418 ოთახი).

დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე:   n.kandelaki@tsmu.edu ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: 254 24 50.