კონკურსი ესტონეთის ეროვნული სტიპენდიების მოსაპოვებლად

კონკურსი ესტონეთის ეროვნული სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ესტონეთის ეროვნული სტიპენდიების მოსაპოვებლად  2021/2022 აკადემიური  წლისთვის. 

შეთავაზების ფარგლებში უცხო ქვეყნის აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომია სასტიპენდიო პროგრამები ხარისხის მოსაპოვებლად, ასევე, მოკლევადიანი საზაფხულო სკოლები.

საზაფხულო სკოლებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებულ პროგრამებზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 1 მაისი, ხოლო ხარისხის მოსაპოვებელ პროგრამებზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 1 სექტემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ