ლექცია - სამედიცინო ეთიკის საკითხები

ლექცია - სამედიცინო ეთიკის საკითხები

2021 წლის 15 ივლისს 15:00 საათზე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექცია „სამედიცინო ეთიკის საკითხები“.

სამედიცინო ეთიკისა და კომუნიკაციის საკითხებზე ისაუბრებს ექიმი რადიოლოგი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე.  

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. 

ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით მიზნით ლექციაზე დასწრებას შეძლებს პირველი 50 დარეგისტრირებული სტუდენტი.

ღონისძიების ბოლოს გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული ,,საბჭოების დარბაზი“.