მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2021–2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:



რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ელექტრონული ხელმოწერა არ მიიღება) (დანართი 1);

2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);

3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ);

4. პირადობის მოწმობის ასლი;

5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი;

6. 2 ფოტოსურათი (3X4) - ელ. ვერსია;

7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


რეგისტრაციის ვადაა: 30.08.2021 – 10.09.2021

(10:00 – 18:00 სთ, შაბათ–კვირის გარდა)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში ელექტრონულ მისამართზე:  t.tkeshelashvili@tsmu.edu  

ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: i.tsurtsumia@tsmu.edu 

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ: 254 24 66.