მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ - მობილობა პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ - მობილობა პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში

ERASMUS+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის მესამე, მეოთხე და მეხუთე კურსის სტუდენტებისათვის პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი)  3- თვიანი  (90 დღე) მობილობისთვის.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

მობილობის დასრულების შემდგომ სტუდენტები მიიღებენ ხელშეკრულებით წინასწარ გათვალისწინებულ კრედიტ ქულებს. 

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: 

  • სამოტივაციო წერილი;
  • CV –Europass ფორმატში ( ინგლისურ ენაზე);
  • საერთო GPA და ინგლისური ენის სერთიფიკატი.


გასაუბრება ჩატარდება 30 სექტემბერს 4 სთ–ზე,  თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტში, ადმინისტრაციული კორპუსი, 418–ე ოთახი.

შეკითხვებისთვის მიმართეთ:  Erasmus+ ინსტიტუციურ კოორდინატორს, ქალბატონ ნინო  კანდელაკს.
თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი,  418 ოთახი,  ტელ: 254 24 51;