- ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ ვერ გახდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი?
- სწავლობ სხვა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში?
შენ გეძლევა შესაძლებლობა ისარგებლო მობილობისთვის შემცირებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარით, მოხვდე მობილობისთვის განკუთვნილი 400-მდე ადგილიდან ერთ-ერთზე და გახდე ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტი!
ამისთვის საკმარისია გადალახული გქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი!
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გელოდება:
მედიცინის ფაკულტეტი:
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი) - 20 ადგილი;
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 20 ადგილი;
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 5 ადგილი.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი:
დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი) - 150 ადგილი;
დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 5 ადგილი.
ფარმაციის ფაკულტეტი:
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) - 30 ადგილი;
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 20 ადგილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის (ქართულ-ფრანგული) საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი.
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა – 40 ადგილი;
საექთნო საქმის საბაკალავრო (ექთანი/ბებიაქალი) პროგრამები:
საექთნო საქმის ბაკალავრი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი;
საექთნო საქმის ბაკალავრი ბებიაქალის საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი.
სამაგისტრო პროგრამები:
ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი –1 ადგილი;
მრჩეველი რეაბილიტაციაში – 1 ადგილი.
სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე!
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 22 აგვისტოს!
მობილობისთვის გადადით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.students.eqe.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამა 032 254 24 05;
მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა 032 254 24 49;
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა 032 254 25 77;
სტომატოლოგიის ფაკულტეტი 032 254 24 01;
ფარმაციის ფაკულტეტი 032 254 24 36;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი 032 254 24 19;
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი 032 254 24 08;
საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) საბაკალავრო პროგრამები 032 254 24 07;
სამაგისტრო პროგრამები 032 254 24 66.