რევმატული და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროგრამა თსსუ-ში

რევმატული და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროგრამა თსსუ-ში

2019 წლის 4 დეკემბერს 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ გაიმართება "რევმატული და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროგრამა, საქართველო  2019-2020" რეგიონალური აქტივობის დახურვის შეხვედრა. 

პროგრამა ტარდება საქართველოს ახალგაზრდა რევმატოლოგთა გაერთიანების (SARG) ეგიდით, ნაციონალური და რეგიონალური რევმატოლოგიური საზოგადოებების, პაციენტთა კავშირის მხარდაჭერით. 

პროგრამის  სპონსორია ILAR (რევმატოლოგიური ასოციაციების საერთაშორის ლიგა).

პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო საზოგადოებრივ ინიციატივას/კამპანიას „Don’t Delay, Connect Today -  არ გადადო, დაგვიკავშირდი დღეს’’, რომელიც 2017 წლიდან ინიცირდება, ევროპის ლიგის მიერ, რევმატიზმის წინააღმდეგ (EULAR) და ხორციელდება ევროპული აუდიტორიის გაფართოება შემდომ წლებშიც.

 „არ გადადო დაგვიკავშირდი დღეს“ კამპანია - მოწოდების ქვეშ ხაზს უსვამს დაავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის, დროულ და სათანადო მკურნალობაზე წვდომის მნიშვნელობას ძვალ-კუნთოვანი სისტემის შემდგომი დაზიანების პრევენციისთვის, მეტიც 2019 წელს ის აფართოებს მოწოდების (Time2Work) მნიშვნელობას, ‘’მუშაობის დროა’’ ინიციატივის ქვეშ და ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას დაავადებულთა სამუშაოზე აყვანისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე, ამ დაავადებების ადრეული გამოვლენის, დროული და სათანადო ზრუნვის აუცილებლობაზე ხაზგასმით, ვინაიდან ცნობილია, რომ ეს პროცესი არის  უკეთესი შედეგების დადგომის, ცხოვრების ხარისხისა და მუშაობის უნარის გაუმჯობესების შესაძლებლობა. 

პროგრამული კამპანიის ფარგლებში - კამპანიის მთავრ მოწოდებაზე დაყრდნობით, გაერთიანებამ მოიცვა სრულიად საქართველო და პროცესის მხარდასაჭერად მოწვეული იქნა ყველა ის საზოგადოებრივი რგოლი, რომელსაც მინიმალური შემხებლობა მაინც აქვს RMDs (რევმატული და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების) გამოწვევებთან - აქცენტით საქართველოში პოლიტიკის შემქნელებსა და გამტარებლებზე.

პროგრამა, შედეგებზე ორიენტირებით, მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ყველა იმ ბარიერის დაძლევა, რომელიც აფერხებს ადრულ გამოვლენას/დიაგნოსტიკას, სათანადო მკურნალობაზე წვდომასა და დაავდებულთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის პროცესს საქართველოში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  განათლებისა და კვლევის სრულყოფას რევმატოლოგიაში, მომავალში კლინიკური პრაქტიკისა და რევმატოლოგიური ზრუნვის/მოვლის გაუმჯობესებით პირველ რიგში  დაავადებულთა სასიკეთოდ.

ერთად შევებრძოლოთ რევმატულ და ძვალ-კუნთოვან დაავადებებს!

#ConnectToday

#დაგვიკავშირდიდღეს

#Time2Work

#მუშაობისდროა