სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2018 წლის 06 ივლისს 16–00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) სააქტო დარბაზში შედგება გიორგი სიხარულიძის სადისერტაციო ნაშრომის „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კომორბიდობა მედიაციური მოდელის მიხედვით საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტში“ საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე – აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: შალვა ზარნაძე – კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი–თსსუ; ნანა მებონია – ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი – თსსუ; რევაზ კორინთელი – ფსიქიატრი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.