საერთაშორისო კონფერენცია - ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში

საერთაშორისო კონფერენცია - ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში

2019 წლის 11-12 მაისს ჩატარდება მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში" (სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, თბილისი). 

კონფერენცია ხელს შეუწყობს გენეტიკის დარგის განვითარებას საქართველოში, გამოცდილების გაზიარებასა და საქმიანი და მეგობრული ურთიერთიერთობების განმტკიცებას ქართველ და უცხოელ მედიცინის დარგში მოღვაწე სპეციალისეტბს შორის, ექიმებისა და სტუდენტების ცონდის გაზრდას გენეტიკისა და ეპიგენეტიკის დარგში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის უცხოელკი ექსპერტები ევროპიდან და ამერიკიდან.

ღონისძიებაზე დასარეგისტრირებლად და დეტალური ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ, ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს www.tsmu.edu/hgh2019 

კონფერენციის ორგანიზატორია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.

ღონისძიება ტარდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (გრანტი #MG-ISE-18-574)

მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი N1, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიათბილისი