საჯარო ლექცია „რობოტული ქირურგია - გერმანული გამოცდილება“

საჯარო ლექცია „რობოტული ქირურგია - გერმანული გამოცდილება“

2020  წლის  13 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შპს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ორგანიზებით ტარდება საჯარო ლექცია „რობოტული ქირურგია - გერმანული გამოცდილება“,  რომელსაც წაიკითხავს მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, პროფესორი რონალდ კრონერი.

ლექცია განკუთვნილია სტუდენტების, რეზიდენტების, დოქტორანტების, მოწვეული სტუმრებისა და თსსუ-ის აკადემიური პერსონალისათვის.

ლექცია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "საბჭოების სხდომათა დარბაზში" (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.33).