საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გამოკლებული  წევრის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  საბჭოს 2021 წლის  30 ივნისის  სხდომის #12  საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021   წლის 23 ივლისს დაინიშნა აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნები. 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) შესახებ. 

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 01 ივლისს და დასრულდება  2021 წლის 12 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  1200  საათიდან   1700 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.   

მის. ვაჟა-ფშაველას  გამზირი 33,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  208,  ტელ.: 2 542443