სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს სხდომის

დღის წესრიგი

18 ნოემბერი 2019 წელი

15:00 სთ

1. ინფორმაცია პროგრამული აკრედიტაციის მიმდინარეობის შესახებ (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე). 

2. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარსადგენი პროგრამების კონტინგენტისა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დამტკიცების შესახებ (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე). 

3. ონკოლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინური განხილვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მომხს. - ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე). 

4. ინფორმაცია გერმანიის   ჯანდაცვის  ფედერალურ  სამინისტროში, გერმანიის  ბავშვთა  და მოზარდთა მედიცინის ასოციაციისა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის  აკადემიური  კლინიკის ერთობლივი პროექტის განხილვის  თაობაზე (მომხს. -  ვიცე-რექტორი,  პროფესორი  რიმა  ბერიაშვილი ).

5. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და დოქტორანტურაში ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ (მომხს. -კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე)

6. ელი მაგენისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიზიტიორი (Visiting Professor) პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ (მომხს. - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი).

7. სადოქტორო კვლევის პროგრამების: ა) „ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის, მეტაბოლიზმის, დასწავლისა და მეხსიერების პროცესების შესწავლა მაიონიზებელი დასხივების დროს და გამოვლენილი დარღვევების კორექცია ანტიოქსიდანტების მეშვეობით“; ბ) „პროსტატის კიბოს ვერიფიკაციის ალგორითმი ინფრაწითელი სხივების და კვლევის პათომორფოლოგიური მეთოდების გამოყენებით“ დამტკიცება (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე).

სხვადასხვა: