სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს სხდომა

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს სხდომის

დღის წესრიგი

4 დეკემბერი 2019 წელი

16:00 სთ

1. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა აზრის კვლევა სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტში აკადემიურ პროცესთან დაკავშირებით (მომხს. - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე). 

2. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე). 

3. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის შემადგენლობაში დიპლომირებული სტომატოლოგის უცხოენოვანი პროგრამების გაერთიანების შესახებ (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე). 

4. სადოქტორო კვლევის პროგრამის „ტუჩოსანთა ოჯახის საქართველოში მოზარდი ზოგიერთი სახეობის ეთერზეთების ქიმია და ბიოლოგიური აქტივობა“ დამტკიცების შესახებ (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე). 

5. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტების ხელმძღვანელების გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში (მომხს. - სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია). 

6. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის აკადემიურ ქსელში (ANSER) გაწევრიანების თაობაზე (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე). .

სხვადასხვა: