სომხეთის რესპუბლიკა აცხადებს სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას 2026/2027 სასწავლო წლისთვის

სომხეთის რესპუბლიკა აცხადებს სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას 2026/2027 სასწავლო წლისთვის

სომხეთის რესპუბლიკა აცხადებს საერთაშორისო სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2023 წელს გაფორმებული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით წლიურად 10 სტიპენდიის  გაცემას.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები უზრუნველყოფილნი იქნებიან:

-  სომხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურისგან გათავისუფლებით (არაუმეტეს  1 000 000 სომხური დრამისა);

- ყოველთვიური სტიპენდიით (არაუმეტეს 50 000 სომხური დრამისა), სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

- სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებით;

- ბიბლიოთეკებით, არქივებით, ლაბორატორიებითა და სხვა აკადემიური რესურსებით სარგებლობის უფლებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმები და განაცხადი წარადგინონ სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით: https://studyabroad.mes.gov.ge

წარსადგენი დოკუმენტები:

-  პასპორტის ასლი;

- 4 ფოტოსურათი (3×4);

- CV ინგლისურ ან რუსულ ენაზე;

- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ნიშნების ფურცელი, თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული;

- ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა;

- შევსებული განაცხადის ფორმა №1 და განაცხადის ფორმა №2.

სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია დანართში

სომხეთის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასწავლო პროგრამების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://fs.emis.am/institution 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამინისტროს მიერ ნომინირებული კანდიდატის ჩარიცხვა დამოკიდებულია შესაბამისი სომხური უმაღლესი საგანათლებლო დაწესებულების თანხმობაზე. კანდიდატმა უნდა დაადასტუროს სასწავლო პროგრამის სწავლების ენის (ინგლისური ან რუსული) სათანადო ცოდნა. საჭიროების შემთხვევაში, ჩარიცხვამდე შესაძლოა ჩატარდეს შიდა გამოცდა ან გასაუბრება.

პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია სომხეთის ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა:

- French University in Armenia;

- Russian-Armenian University;

- American University of Armenia.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივლისი.