თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2021/2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაციას.
სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაცია, თსსუ-ის ვებ-გვერდის საშუალებით (www.tsmu.edu/registracia), იწყება 2021 წლის 2 ნოემბერს 13:00 საათზე.
რეგისტრაცია და აქტივაცია (აქტივაციის ბმულზე გადასვლა) დასრულდება 9 ნოემბერს 13:00 საათზე.
საექიმო სპეციალობების ჩამონათვალი:
1. „შინაგანი მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 4;
2. „კარდიოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 10;
3. „ენდოკრინოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
4. „ინფექციური სნეულებები“ - საკონკურსო ადგილი – 9, მათ შორის:
4.1. ქ. თბილისის კლინიკებში – 8 ადგილი;
4.2. „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ (II – III წლის პროფესიული მზადება) – 1 ადგილი;
5. „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 6;
6. „ნეფროლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 3;
7. „რევმატოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
8. „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
9. „სპორტის მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 5;
10. „პედიატრია“ – საკონკურსო ადგილი – 8;
11. „ნეონატოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 3;
12. „ბავშვთა ნევროლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
13. „ბავშვთა კარდიოლოგია–რევმატოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
14. „ბავშვთა ინფექციური სნეულებები“ – საკონკურსო ადგილი – 1;
15. „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 5;
16. „საოჯახო მედიცინა“ - საკონკურსო ადგილი – 15, მათ შორის:
16.1. .ქ. თბილისის კლინიკებში – 12 ადგილი;
16.2.შპს.“ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული სასწავლო ცენტრი“ – 3 ადგილი;
17. „ფსიქიატრია“ - საკონკურსო ადგილი – 10, მათ შორის:
17.1.ქ. თბილისის კლინიკებში – 9 ადგილი;
17.2. შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ – 1 ადგილი (ქ.ბათუმი);
18. „ნარკოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 4;
19. „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ - საკონკურსო ადგილი – 4;
20. „ზოგადი ქირურგია“ – საკონკურსო ადგილი – 5;
21. „ბავშვთა ქირურგია“ – საკონკურსო ადგილი – 3;
22. „სისხლძარღვთა ქირურგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
23. „მეანობა–გინეკოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 9, მათ შორის:
23.1. ქ. თბილისის კლინიკებში – 8 ადგილი;
23.2. შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ – 1 ადგილი (ქ.ბათუმი);
24. „კარდიოქირურგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
25. „ნეიროქირურგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
26. „უროლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
27. „ოტორინოლარინგოლოგია“ - საკონკურსო ადგილი – 1;
28. „ოფთალმოლოგია“- საკონკურსო ადგილი – 4;
29. „ორთოპედია–ტრავმატოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 3;
30. „გადაუდებელი მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 5;
31. „რადიოლოგია“ – საკონკურსო ადგილი 10, მათ შორის:
31.1. ქ. თბილისის კლინიკებში –9 ადგილი;
31.2. ქ.ქუთაისის კლინიკებში – 1 ადგილი (შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონელური ცენტრი“; შპს „კლინიკა ლჯ“ );
32. „კლინიკური ონკოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 4;
33. „რადიაციული ონკოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;
34. „ბირთვული მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 1;
35. „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;
36. „სასამართლო მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 2;
37. „ლაბორატორიული მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 10;
38. „ორთოდონტია“ – საკონკურსო ადგილი – 5, მათ შორის:
38.1. თსსუ ა.ურუშაძის სახ. სტომატოლოგიური კლინიკა – 2 ადგილი (ქ.თბილისი);
38.2. შპს „ქ.ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრი“ – 3 ადგილი (ქ.ქუთაისი);
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით : 2542541 (რეზიდენტურის სამსახური);
რეგისტრაციის დროს, ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ: 599 890 039.