2019 წლის 15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ტექნოპარკში სტუდენტთა 81-ე სამეცნიერო - კვლევითი კონფერენცია (ასკლეპიოსი) გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილე ნაშრომები დაიბეჭდება ივანე თახნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამცნიერო საზოგადოების ყოველწლიურ სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში;
კონფერენციაზე გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომები !
კონფერენციაში მონაწილობის პირობები:
1. მონაწილეობა შეუძლიათ: ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზ.ჯანდაცვის, სტომატოლოგის, ფარმაციის და ბიომედიცინის და სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს)
2. მოხსენების ფორმა: ზეპირი
3. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
4. კონფერენცია გაიმართება 15 ნოემბერს [2019 წელი]
5. ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
6. თანაავტორთა რაოდენობა (ავტორის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ოთხსს, ხოლო სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელის რაოდენობა ორს:
7. ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ კვლევას!
8. კონფერენციაზე წამოდგენილი შრომა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული;
9. საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია აწარმოოს კონფერენციის მასალათა ლეგალური დუბლიკაცია, ედიტორული ცვლილებების შეტანის გარეშე (ავტორთან შეუთანხმებლად);
10 თემების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
თეზისის გაფორმების წესი:
• ავტორის და თანაავტორთა გვარები და სახელები იწერება სრულად;
• სათაური უნდა იყოს გარკვევით ფორმულირებული, არ უნდა მოიცავდეს 15 სიტყვაზე მეტს;
• უნდა მიეთითოს ნაშრომის შესრულების დაწესებულება (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი), დაწესებულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელი სახელი გვარი (სრულად), მათი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი (სრულად);
თეზისი უნდა მოიცავდეს:
1. პრობლემის აღწერას;
2. მეთოდოლოგიას;
3. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს;
4. დასკვნებს;
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზენტაციის სახით (პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Microsoft PowerPoint 2013-2016-ში) ან პოსტერის სახით (A1 ზომის, ციფრული).
რეგლამენტი:
• სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისთვის და დისკუსიისთვის;
• პოსტერული მოხსენებისათვის 3 წუთი
• გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:
https://forms.gle/72QZ8CwvQvGbQ2wD6
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი მე-4 სართული 405 ოთახი.
Email: tsmu.scientific@gmail.com
Facebook: sss.tsmu
555 631 404 ლევან ცაგურია [პრეზიდენტი]
558 730 570 მარიამ ქალებაშვილი [გენ. მდივანი]
558 100 725 ბესიკ ცინცაძე [ვიცე-პრეზიდენტი]
598 104 064 ნიკა თარგალაძე [ვიცე-პრეზიდენტი]
მის: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული შენობა ,,საბჭოების დარბაზი".
გისურვებთ წარმატებებს!
ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება