უფასო კონსულტაციების კვირეული ,,კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში

უფასო კონსულტაციების კვირეული ,,კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში"

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, ინსულტის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით  16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით თბილისში მათთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა, უფასო კონსულტაციებს  გამართავს.

16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით კონსულტაცია უფასოდ გაეწევათ როგორც  ბავშვებს, ისე ზრდასრულ პირებს, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა შემდგომი დაავადებების გამო:

თავის ან ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) შემდომი მდგომარეობით;

პაციენტებს გაფანტული სკლეროზის და პარკინსონის დაავადების დიაგნოზით;

ბავშვებს ცერებრული დამბლით; 

სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებით განპირობებულ შშმ ბავშვებს.

კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში”.

კონსულტაციაზე ჩაწერა წარმოებს წინასწარ ცხელ ხაზზე: 032 211 2020

მიღების დღეები და საათები: 16 - 20 ნოემბერი, 10:00 – 18:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, გუდამაყარის ქ. #4  (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარედ).

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას“ მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ერთობლივი პროექტი - „ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში". საგრანტო პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობა და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”.