ვაკანსია თსსუ-ის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსია თსსუ-ის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და იურიდიული, ან/და ეკონომიკის მიმართულებით;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა;
  • სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სერვისების და პროდუქტების შესყიდვის ცოდნას და გამოცდილებას;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • სასურველია გავლილი ჰქონდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვების კურსი.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
  • დისციპლინირებულობა და საიმედოობა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
  • სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების ანალიზი, მათი შესყიდვების გეგმასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • შესყიდვის საშუალების შერჩევა;
  • ბაზრის კვლევა, რაც მოიცავს: შესყიდვის ობიექტების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენას, ფასთა მონიტორინგის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას;
  • მომწოდებლის შერჩევა, შესყიდვების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა;
  • მომწოდებელ ორგანიზაციებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა ხელმოსაწერად;
  • გამარტივებული შესყიდვების განხორციელება;
  • ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში:
    oსატენდერო მოთხოვნების და სატენდერო განცხადების პროექტების მომზადება და მათი განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
    oსატენდერო კომისიის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულების პროექტის მომზადება და მისი დროულად გაფორმების უზრუნველყოფა;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნილი ანგარიშგების განხორციელება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
  • კომპეტენციის ფარგლებში შესყიდვის ობიექტის მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება; ხელშეკრულების პირობებთან მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენის უზრუნველყოფა, შესყიდვის ობიექტის ინსპექტირება, მიწოდების და მიღების უზრუნველყოფა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
  • უნივერსიტეტის საჭიროებისამებრ სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო განკვეთი: სრული.
ანაზღაურება: დარიცხული 1500 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტაცია, შემდეგ ელ. ფოსტაზე: tsmu.hr@gmail.com , 15 დეკემბრის ჩათვლით:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი, სერტიფიკატები, და ა. შ.);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, კონტრაქტების ასლები და ა. შ.);
  • ორი რეკომენდატორის გვარი და სახელი, თანამდებობა, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გავლილი „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე. 

გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.