ვარდისფერი ოქტომბერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ვარდისფერი ოქტომბერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და “ვარდისფერ ოქტომბრად” იწოდება.  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც  ყოველწლიურად უერთდება აღნიშნულ აქცია.

 2019 წლის 8 ოქტომბერს 14:00 საათზე,  „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება ლექციათა ციკლი,  რომელსაც წაიკითხავენ Erasmus + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლები პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (ბულგარეთი)  -  პათოლოგ-ანატომი, ასოცირებული პროფესორი ივანოვ ივან ნედკოვი და კლინიკური ონკოლოგი, ასისტენტ-პროფესორი ვასილ ნანევი. 

14:00-15:00 ძუძუს კიბოს პათოლოგიის დიაგნოსტიკური მაჩვენებლები და ძუძუს კიბოს ოპერაციული მკურნალობა  მახასიათებლები - Diagnostic Features of Breast Pathology and Operative treatment of Breast carcinoma; ვასილ ნანევი (Vasil Nanev)

15:00-16:00  პათოლოგ–ანატომიური  დიაგნოსტიკის კლასიკური და თანამედროვე მეთოდები; Pathology-  Classical and Contemporary methods;  ივანოვ ივან ნედკოვი (Ivanov Ivan Nedkov).

ღონისძიების მოდერატორი იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. 

მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, „საბჭოების დარბაზი“