“ზამთრის სკოლა”ერზურუმის ათათურქის უნივერსიტეტში

“ზამთრის სკოლა”ერზურუმის ათათურქის უნივერსიტეტში

2020 წლის 24 თებერვლიდან - 06 მარტის ჩათვლით ერზურუმის ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა) ჩატარდება  "IX  ზამთრის სკოლა - თურქული ენის პრაქტიკა“ .  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 25 სტუდენტი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.

ზამთრის სკოლის დამთავრებისას სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს და ოფიციალურ წერილს, მირებული კრედიტების (3 ECTS) რაოდენობის მითითებით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 2 სტუდენტი.

ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტთა ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 14 თებერვალი.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. გასაუბრება ჩატარდება  05.02.2020  - 15:00  საათზე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N418. 

ტელ.: 254 24 50