Frontiers in Advanced Emergency Care & The Mediterranean Academy of Emergency Medicine-ის ერთობლივი კონგრესის ფარგლებში, აბსტრაქტების მიღება გამოცხადდა.
კონგრესის მიზანია გადაუდებელი დახმარებისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის განვითარება ინოვაციების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით. პროგრამა მოიცავს კლინიკური ტოქსიკოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მიმართულებებს, მათ შორის ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებების შესახებ სესიებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები, რეზიდენტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აბსტრაქტები მიიღება შემდეგ თემატურ მიმართულებებში: კლინიკური კვლევა, ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტის უსაფრთხოება, შემთხვევის აღწერა და შემთხვევათა სერია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გადაუდებელი მზადყოფნა, კლინიკური ტოქსიკოლოგია და გარემოს ჯანმრთელობა, ბიოლოგიური ტოქსინები, კატასტროფები და პრეჰოსპიტალური დახმარება, გადაუდებელი დეპარტამენტის ოპერაციები და ინოვაციები, ასევე გლობალური გადაუდებელი მედიცინა.
• აბსტრაქტების მაქსიმალური მოცულობა 250 სიტყვაა.
• აბსტრაქტების შეფასება განხორციელდება სამეცნიერო კომიტეტის მიერ სამეცნიერო ღირებულების, თემატური რელევანტურობის, ინოვაციურობისა და წარმოდგენის ხარისხის მიხედვით.
• მიღებული ნაშრომები წარმოდგენილი იქნება მხოლოდ პოსტერის ფორმატში.
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივნისი, ხოლო კონფერენცია გაიმართება 17-18 ივლისს, 2026 წელს.
მიღებული აბსტრაქტები გამოქვეყნდება ჟურნალში Mediterranean Journal of Emergency Medicine and Acute Care.
ღონისძიება ორგანიზებულია Advanced Emergency Care Center (CAEC)-ისა და Emory University-ის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
პარტნიორებს შორის არიან: MAEM - ხმელთაშუა ზღვის გადაუდებელი მედიცინის აკადემია, MENATOX - ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კლინიკური ტოქსიკოლოგიის ასოციაცია, GEMPA - საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია და Ken Walker International University (KWIU).
აბსტრაქტების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის საშუალებით: https://app.oxfordabstracts.com/stages/81538/submitter
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: caec@emory.edu.