II საერთაშორისო სკოლა-სემინარი “კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ-ჩვევები ჯანდაცვაში”

II საერთაშორისო სკოლა-სემინარი “კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ-ჩვევები ჯანდაცვაში”

II საერთაშორისო სკოლა-სემინარი
კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ-ჩვევები ჯანდაცვაში

2013 წლის 14-17  თებერვალს დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „პრემიერ პალასი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ინიციატივით და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდება II საერთაშორისო სკოლა-სემინარი – კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ-ჩვევები ჯანდაცვაში.

სკოლა-სემინარში მონაწილეობას იღებენ ოთხი ქვეყნის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.