ღია კარის დღე

ღია კარის დღე

2021 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის მართავს ,,ღია კარის დღეს“, რომელიც  დისტანციურად,  ონლაინ-პლატფორმა Zoom-ით ჩატარდება. 

თსსუ-ის რექტორი და ფაკულტეტების დეკანები წარადგენენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტში არსებულ საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე, ჩარიცხვის მოთხოვნებსა და საჭირო პროცედურებზე. 

ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიურ პროცესთან, საერთაშორისო ურთიერთობებსა და  სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. 

აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ გამოაგზავნონ კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე ask@tsmu.edu,  ან ღია კარის დღის მსვლელობისას კომენტარის სახით დატოვონ ისინი და პირდაპირი ეთერის რეჟიმში მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. 

თარიღი: 24 აპრილი 

დრო: 13:00 საათი

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/XsgBq5VeNWoXE3a76

რეგისტრაცია იწყება 30 მარტიდან, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.