თამაში - City Game

თამაში - City Game

2018 წლის 19 ოქტომბერს 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის  საინიციატივო გუნდის „სტუდენტები სტუდენტებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდება  თამაში "City Game" . 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 17 ოქტომბრი (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი N 406). გუნდი შედგება სამი მონაწილისგან, რეგისტრაციისთვის  აუცილებელია გუნდის დასახელება და წევრების სია.  

რა არის "City Game"? 

ეს არის საინტერესო და სათავგადასავლო თამაში, რომელიც მოითხოვს ლოგიკურ და სხარტ აზროვნებას.  თამაშის  წესები საკმაოდ მარტივია, თითოეულ გუნდს ევალება იპოვოს დამალული მინიშნებები გაშიფროს ისინი და მივიდეს საბოლოო დანიშნულებამდე.

ყოველი მინიშნება მიგიყვანთ შემდეგ ლოკაციამდე სადაც ახალ მინიშნებას აღმოაჩენთ.

გაიმარჯვებს  გუნდი, რომელიც ყველაზე მცირე დროში შეაგროვებს მისთვის განკუთვნილ ყველა მინიშნებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

სანდრო გოჩიტაშვილი: 571-357-357

ოთო სიმონია: 568-796-569

თორნიკე ჭელიძე: 579-779-444