თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 27 სექტემბრის # 23/14 დადგენილებით,  წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებული სტუდენტი წევრების  დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, 2022 წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა არჩევნები.

თსსუ-ის  წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 28 სექტემბერს და დასრულდება 2022 წლის 7 ოქტომბერს. 

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). 

წარმომადგენლობითი საბჭოს   წევრობის  სტუდენტმა კანდიდატებმა  თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, ცნობა შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.

მის.: ვაჟა-ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  208. 

ტელ. - 2 542443