თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 ივლისის 24/21 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აკადემიურ საბჭოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტიდან ერთი წარმომადგენლის ვაკანტურ ადგილზე, 2024 წლის 15 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.
საზოგადოებირვი ჯანდაცვის ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
1.განცხადება;
2.პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
3.ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 24 ოქტომბერს და დასრულდება 2024 წლის 30 ოქტომბერს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210.
ტელ. (032) 2 542443.