თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის VI და VII სემესტრის და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის VI და VII სემესტრის და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი საზაფხულო სტაჟირების გასავლელად ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი), ფიზიოთერაპიის და სპორტის ინსტიტუტში. 

მობილობის პერიოდი: 2025 წლის აგვისტო - სექტემბერი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2დონე);

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 20 მაისს 16:00 სთ-ზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ტელ.: 032 2 542 450;   032 2 542 451