ევროკომისიის ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება ნულოვანი გრანტის კონკურსი, 4-კვირიანი ტრენინგის გასავლელად კლაიპედას უნივერსიტეტში (ლიეტუვა).
ადგილების რაოდენობა: 2.
მობილობის პერიოდი: 2025 წლის თებერვალი.
გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B1 დონე).
გთხოვთ, 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2024 წლის 19 ნოემბერს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული,ოთახი N 407.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.