თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან   წარმომადგენლობით საბჭოში გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის  შესახებ

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან წარმომადგენლობით საბჭოში გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 29 აპრილის N 4 ოქმის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოში გამოკლებული ერთი წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა და დაინიშნა არჩევნები 2025 წლის 15 მაისს.

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან    წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:

1.განცხადება;

2.პირადობის მოწმობა ან პასპორტი;

3.ცნობა დაკავებული სამეცნიერო  თანამდებობის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ან მეცნიერი თანამშრომელი). 

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 01 მაისს და დასრულდება 2025 წლის 05 მაისს.

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 საათიდან 16 საათამდე.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210.

ტელ. (032) 2 542443.