ევროკომისიის ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის VI, VII, VIII და IX სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).
მობილობის პერიოდი - 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი.
მობილობის ხანგრძლივობა - სამი თვე.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და სამთვიანი სტიპენდია).
გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2) ;
• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი GPA –ის მითითებით;
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
• პასპორტი
გთხოვთ, 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2024 წლის 13 დეკემბერს, 16:30 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.